ეიფელის კოშკი თანამშრომელთა გაფიცვის გამო დაიხურა. ისინი ეიფელის კოშკის ფინანსურ მართვას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ წელს პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე, გამარჯვებულთა მედლების დასამზადებლად სწოედ ეიფელის კოშკის მეტალს გამოიყენებენ. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მერია, რომელიც კოშკის მეთვალყურე კომპანიის 99%-ს ფლობს, ოლიმპიადის წინ ძეგლის მოვლისა და მომსახურების ხარჯებს სათანადოდ არ აფასებს. ისინი ამბობენ, რომ ამან, თავის მხრივ შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების შეფერხება და ვიზიტორთა რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვიოს.