ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქში უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემის ფონზე, თბილისის მერს, კახა კალაძეს გასულ წელს 200-ს მლნ ლარზე მეტი აუთვისებელი თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გადმოაქვს. ნადირაძის განმარტებით, ამის მიზეზი წინასაარჩევნოდ ამ თანხების დამატებით ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსად გამოყენებაა. ოპონენტების ბრალდებებს მმართველი პარტიაში უკვე უპასუხეს. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ყოველი წლის დასაწყისში თანხობრივი ნაშთი მიმდინარე წლის დასაწყისში აისახება, რაც ნორმალური საბიუჯეტო პროცესია. გრიგოლიას განცხადებით, გადაჭარბებული შემოსავლები ქალაქში აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება.