„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს, რომლის გახსნითი ღონისძიება ამ წუთებში გრძელდება. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ 9-ა დათქმა უნდა შეასრულოს, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათივე განმარტებით, ევროკავშირი, როგორც ამ პროექტს, ისე დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას მხარს უჭერს.