„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში, ჯიბუტის მახლობლად, ერთ-ერთ გემზე დრონით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, აღნიშნული ხომალდი დაზიანდა. 19-ტ თებერვალს იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ადენის ყურეში სატვირთო გემიდან დაარტყეს და ის ჩაძირვის საფრთხეში აღმოჩნდა. ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით იერიში წამოიწყეს, რაც, მათი მტკიცებით, ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.