რუსეთი უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიეს ოლქში საკუთარი ძალების მასიურ თავმოყრას ახორციელებს, - ინფორმაციას CNN-ი რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, მობილიზებულია 50 000 რუსი ჯარისკაცი.
„ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული ძალები ცდილობენ თავიანთი უპირატესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის ავდიივკას რამდენიმე ნაწილში დროშის აღმართვის შემდეგ“, - იუწყება ტელეკომპანია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით, მალინოვკასა და რაბოტინოს მიდამოებში მტრის 10 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა, ზაპოროჟიეს მიმართულებით, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.