ალექსანდრ სირსკი - საჰაერო ძალებმა კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს - Palitra News

ალექსანდრ სირსკი - საჰაერო ძალებმა კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს

2024-02-19 19:38:44+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი და საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. მისი თქმით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები აღმოსავლეთის მიმართულებით გაანადგურეს. მანამდე, 17 თებერვალს უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა ჯამში 336 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.