ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე უპრეცედენტო აქტიურობაზე საუბრობს. მისი თქმით ისინი საქართვთველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლდეს. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის.