ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, უწყების ინფორმაციით სამინისტროს წარმომადგენლებსა და რესპუბლიკური სავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე უარს აცხადებს. მათივე ცნობით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.