ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან. სომხეთის მთავრობის მეთაურის განცახდებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა დაეთმოს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, თუმცა ძირითადი პუნქტების ნაწილზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს მიუნხენში, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შუამავლობით შეხვდნენ.