საქართველოს ევროინტეგრაცია, შავი ზღვის უსაფრთოხოების მნიშვნელობა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხე - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია მოქმედება.