პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მას ევროკავშირსა და ნატოში ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. გარდა ამისა, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. როგორ გამოეხმაურნენ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები.