პოლონეთში ფერმერების პროტესტის მორიგი ტალღა დაიწყო. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დროს, ფერმერებმა დოროგუსკ-იაგოდინის გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაკეტეს. მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მატარებლის მოძრაობის შეფერხებასაც ცდილობდნენ, რაც ქვეყნის პოლიციამ აღკვეთა. ამჟამად რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ და ევროპის აგრარულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.