ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდიანრე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა 125 კილოგრამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პეტრიაშვილმა ფინალამდე ავსტრიელი მოჭიდავე 9:0, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი 10:4 და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ 10:0 დაამარცხა
გორელი სპორტსმენის მეტოქე ფინალში მისთვის კარგად ნაცნობი თურქი ტაჰა აკგული იყო, რომელთან დაპირისპირებაც ფინალში ხშირად უწევს. თურქმა სპორტსმენმა ბრძოლაშ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და 5:0 დაწინაურდა, გენომ კი ბოლოს შეძლო 4 ქულის აღება და გამარჯვების მომტანი გდების შესასრულებლად დრო აღარ ეყო. 33 წლის თურქი ტაჰა აკგულისთვის ეს მე-11 ევროპის ჩემპიონობაა.
პეტრიაშვილმა ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი უკვე მეხუთედ მოიპოვა, ტურნირის გამარჯვებული კი ორჯერ გახდა 2016 და 2020 წლებში.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ.). ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს დაეუფლა გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), ვერცხლი მოიპოვა აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.), ხოლო რობერტ დინგაშვილი (57 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 130 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გავიდა. პირველზე თურქეთი (140) გავიდა, მესამე შედეგი კი აზერბაიჯანმა (122) დააფიქსირა.