საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს, აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურს, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლებს და ევროპელ კოლეგებს შეხვდა. უწყების ცნობვით, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრანგეთის მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის შემდგომ გზაზე.