ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირ პარალელს ხედავს და ამტკიცებს, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი ნავალნისა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმას ალოგიკურად მიაჩნევს. საკითხს გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც.