პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა ქვეყნის საზღვართან გამშვებ პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს. სამი ათასზე მეტი სატვირთო მანქანა ამ დრომდე რიგში დგას. უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რიგი „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზეა, სადაც 1 600 სატვირთო მანქანაა გაჩერებული. ამასთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რიგები თანდათან იზრდება, საზღვრის კვეთის შემთხვევების რაოდენობა კი მცირეა. როგორც პოლონური მხარე განმარტავს, უკრაინასთან მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტის პირობებთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა. პოლონელი ფერმერები უკრაინიდან საქონლის იმპორტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტით ყველაზე მეტად პოლონელი ფერმერები დაზარალდნენ.