მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ის ქალაქ რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივანთან დავით კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.