ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსების მხრიდან კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.ოპოზიციციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და 9 დათქმის შესრულების პროცესთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და გამართულ შეხვედრებს კვლავაც უნდობლობას უცხადებს პარტია ლელო. მმართველ გუნდში კი აცხადებენ რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში.