პროექტში „თსუ დესპანი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 330 სტუდენტი ჩაერთო - Palitra News

პროექტში „თსუ დესპანი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 330 სტუდენტი ჩაერთო

2024-02-17 12:02:57+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 330 სტუდენტი ჩაერთო პროექტში „თსუ დესპანი“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მშობლიურ სკოლებს ესტუმრებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გააცნობენ. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტისადმი სტუდენტების ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს, მასში მონაწილეობის სურვილი 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, 330-მა მოიპოვა დესპანის სტატუსი. მათ გაიარეს ტრენინგები და დაეუფლენ საჭირო საპრეზენტაციო უნარებს.