საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს. ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიირტომ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ უნგრეთი რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად და მზად არის ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს.