საფრანგეთი, გერმანია თუ თურქეთი - ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, გიორგი მამალაძე ამ სამი ქვეყნიდან მკურნალობისთვის ერთ-ერთს აირჩევს. იქამდე კი ციხიდან გათავისუფლებული დეკანოზი რეაბილიტაციას საქართველოში დაიწყებს. გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს ჩვენი ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა ესაუბრა და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ეკა, როგორია დეკანოზის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა გეგმები აქვს სასულიერო პირს?