6 თვიანი ლოდინის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. უწყებაში განმარტავენ, რომ სტიქიური უბედურების პროგნოზირება მსოფლიოს მასშტაბით შეუძლებელია. დასკვნაში, რომელიც ქართველი და უცხოელი გეოლოგების ჩართულობით მომზადდა, ვკითხულობთ, რომ მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია და მცირე ზომის შეგუბება მოხოლოდ სტიქიის შემდგომ დაფიქსირდა. ექსპერტები სტიქიის გამეორების საფრთხეს არ გამორიცხავენ. რა წერია დასკვნაში და რა რეკომენდაციებს გასცემენ უწყებაში, ცარო კირვალიძე მოგიყვებათ