კრემლი მოსკოვის მხრიდან ახალი ბირთვული შეიარაღების შესახებ აშშ-ის ბრალდებას უარყოფს და მას „ბოროტ ფაბრიკაციას“ უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თეთრი სახლის მიერ დეტალების გამოქვეყნებამდე, ამ ინფორმაციის შინაარსზე კომენტარს არ გააკეთებს. პესკოვი აცხადებს, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება იმის მცდელობაა, რომ უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან უფრო მეტი თანხა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ „ენბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლადაა შექმნილი. მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საშიშროების შესახებ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.