„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ხელმოწერები 1-ელ მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.