პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სოციალური ქსელით, ბრალდებული 13-ი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გაეგზავნა, რასაც ის სარგებლობის მიზნით კომპიუტერში უკანონოდ ინახავდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 10 წლით ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.