დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მამალაძეს სასჯელის მოხდამდე, 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი. მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რეანომობილით ქობულეთში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის ციხიდან განთავისუფლების, მთავარი მიზეზი, დაზარებული შორენა თეთრუაშვილის თანხმობა გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამალაძეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა აქვს. როგორც სასულიერო პირის ადვოკატი აცხადებს, აქამდე შესაძლებელი იყო, რომ მამალაძე, როგორც გიორგი მარგველაშვილს, ისე სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა. სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის, თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ აღიარა.