სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქომ შეიძლება ერევნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. მთავრობის სხდომაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანი ბაქოს საბჭოთა პერიოდის საზღვრების აღდგენას და ჯარების გაყვანას სთავაზობს, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს, პერიოდულად აყენებს საკითხს საბჭოთა პერიოდის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ანკლავის შესახებ და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ 30-ზე მეტი სომხური სოფლის ტერიტორიები ამჟამად აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშაა.