BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში ალყაში მყოფი ნასერის საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას თავს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი აფარებს თავს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა პაციენტებს შენობა იძულებით დაატოვებინეს და საავადმყოფოს შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავენ.