საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან. ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.