ქვეყანა სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლის მოლოდინშია - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დამკვირვებლების მუშაობა ქართული ოცნების ინტერესებშია, რათა არჩევნების შემდეგ ოპოზიციას მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი, არსებულ ვითარებაში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და არასამთავრობო სექტორიც. რა განცხადებები კეთდება საკითხზე, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის