დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "უდოს" კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. დეკანოზი საპატიმროდან რეანომობილით ქობულეთში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს. ყოფილმა მსჯავრდებულმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და მის ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც სასულიერო პირის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, მამალაძეს, სასჯელის მოხდამდე, 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი. გიორგი მამალაძე სასჯელს 7 წლის განმავლობაში იხდიდა. სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის, თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნეს. სასულიერო პირს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.