ნაციონალურმა მოძრაობამ კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო. საქმე ეხება გლდანში 3 მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას. მშენებლობის დასაწყებად მერია სახელმწიფოსგან 15 000 კვ მეტრი ფართობის 1 ლარად გადაცემას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხრის არგუმენტები, რომ ამ ადგილზე მშენებლობა გენერალურ გეგმას არღვევდა და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო, შესაბამისად ქონების 1 ლარად გადაცემის პროცესი შეაჩერა.