პარლამენტში „შინაურ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის აჯარო პრეზენტაცია გაიმართა. დაინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება. ცვლილებები ეხება შინაური ცხოველების რაოდენობის შეზღუდვასაც, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაში 3 ძაღლსა და კატაზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ბინის მესაკუთრეს მეზობლებისგან თანხმობა ექნება. შეზღუდვა არ ვრცელდება შინაურ ცხოველებზე, თუ მათი ასაკი 2 თვეს არ აღემატება.