საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე და თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.