სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში იმყოფება, სადაც ის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას. მათივე თქმით, ახლად არჩეულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას თავი აარიდა და გადაწყვიტა, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში დაეგეგმა. პრეზიდენის მიუნხენში ვიზიტს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობაც. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში უნებართვოდ გამგზავრების მიზანი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შერყევაა.