ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა და საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მომზადების მიზნით, რეგიონებში გასვლას და შეხვედრებს იწყებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის მიზანია, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ბრიფინგზე ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა ოპონენეტები და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. ქართული ოცნების თავჯდომარემ თქვა, რომ ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა.