ქვეყანა სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლის მოლოდინშია - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დამკვირვებლების მუშაობა ქართული ოცნების ინტერესებშია, რათა არჩევნების შემდეგ ოპოზიციას მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, წინა რამდენიმე არჩევნების პრაქტიკა აჩვენებს რომ ქართული ოცნება არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობს, ამიტომ ფიქრობენ რომ არსებულ ვითარებაში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.