როგორ შეიძლება ისეთი არასერიოზული ადამიანის, როგორიც ბატონი ხაბეიშვილია, მორიგ სასაცილო ინიციატივაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა „ხმის მცველების სკოლის“ შექმნის შესახებ.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მთელი ოპოზიცია წასაგებად ემზადება“.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების მიმართ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც და მას „არარაობა“ და „თაღლითობაში მხილებული“ ადამიანი უწოდა.
„მინდა ხაზარაძეს მივუბრუნდე და შეგახსენოთ, რომ მან ცნობილი პროექტი, რომელიც 2016 წელს მთავრობამ მიანდო, ანაკლიის პორტის პროექტი, ჩააგდო, ვერ განახორციელა. მთავრობა 5 თუ 6 წელი ელოდა და ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს და ედავება 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი - როდესაც იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია თუ როგორ ბედავს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? ყველაფერი ნათელია ჩვენთვის. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მიერ აპრობირებული მეთოდი. მათი მიზანია ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ მათ მთავარი ავიწყდებათ - ჩვენი ხალხი ბრძენია და ვეღარ მოატყუებენ. ვერ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები და ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი "ლუზერები“, - განაცხადა