საქართველოს დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელიც 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებს ასახავს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დასახლებების 24 % საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში. გარდა ამისა, ბიულეტენში აღწერილია 2010- 2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაფიქსირდა 1120 მეწყრული პროცესი, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს აღნუსხული იყო მხოლოდ 250.