თბილისი საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰიმ გახსნეს. აღნიშნულ ღონისზიებაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილება. ღონისძიების მონაწილეები საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული ხაზის პოტენციალზე მსჯელობენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკის ზრდასთან ერთად უცხოურ ინვესტიციებს აქტიურად ინარჩუნებდა. ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები გაიზარდოს.