აშშ-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 9 ბავშვია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავეს. სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რაც მალევე ძალადობაში გადაიზარდა. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.