რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის ადგილზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ. ის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩინებისკენ მოუწოდებს.