ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებაზე საპროტესტო ნოტა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ აფხაზი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ე.წ. მთავრობა ამ ინფორმაციას მალავს. ამ ამბავს ე.წ აფხაზი ოპოზიციონერებიც ადასტურებენ. რას აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ოპოციზიციაში და რამ გამოიწვია კრემლის გაღიზიანება - თემის დეტალებს ნატალია თვაურის სიუჟეტში ნახავთ.