კვებითი მომსახურების სექტორში, ყველა მოვაჭრე ვალდებული იქნება, მენიუში ფასი ჯამურად, ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-სა და მომსახურების გადასახადის ჩათვლით მიუთითოს. აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ რეგულაციის მიღების მთავარი მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. ამ ახალი სტანდარტის შესახებ უფრო ვრცლად ხატია სამხარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.