პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც 8-ა მეწარმე სუბიექტის მმართველი და ასევე დირექტორი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას არასრულად ასახავდა. ამის შედეგად მან 3 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადახდას განზრახ თავი აარიდა. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.