საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს-ოდირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში იწვევს - აღნიშნული წერილი უწყების სახელით ეუთო-ში 12-ტ თებერვალს შევიდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, რომ სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლას ხელი შეუწყოს, ოქტომბრის არჩევნები კი დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სადამკვირვებლო მისიის მოწვევის გარდა ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციაც უნდა გაითვალისწინოს. აღნიშულ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი, მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.