უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა. ამავე ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადას აღნიშნული კანონები პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს, 12 თებერვალს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით, 13 მაისამდე გახანგრძლივდა.