საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები ტყუილში გახვეული ადამიანის მოხსენებას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები განსხვავებას ვერ ხედავენ ირაკლი ღარიბასვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ისტორიულს უწოდებენ ახალი სამთავრობო გუნდის არჩევის პროცესს და აცხადებენ რომ კობახიძე ღირსეული პრემიერი იქნება. სამთავრობო ცვლილებებს დღეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა. რა განცხადებები კეთდება აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.