ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს - Palitra News

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს

2024-02-07 21:24:41+04:00

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.

შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.

1.8% - აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% - “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% - “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% - “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% - “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% - დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს.

ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “მუსავათმა” და “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ” უარი განაცხადეს არჩევნებში კანდიატების წაყენებაზე და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.