ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები - Palitra News

ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

2024-02-07 15:24:46+04:00

ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი დაიღუპა.